ბანძა-  პირველად მოხსენიებულია 1699–1740 წლებში ოდიშში, (სამეგრელოში) რუსეთის ელჩობის აღწერილობაში. 1658 წელს ბანძის მიდამოებში გაიმართა ბრძოლა იმერეთის მეფესა და გურია–სამეგრელოს მთავრებს შორის. ვახუშტი ბატონიშვილს მოხსენიებული აქვს "ბანძა და ციხე კეთილშენი". 1797 წელს შედგენილ დასავლეთ საქართველოს რუკაზე აღნიშნულია "ბანძა–ფაღაოს სასახლე".
 სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლევახანე, ლეკეკელე, ლეპატარავე).[2] მდებარეობს ოდიშ–გურიის დაბლობზე, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 90 მეტრზე. მარტვილიდან დაშორებულია 7 კილომეტრით, აბაშიდან 22 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 473 ადამიანი.[3]
ბანძაში მდებარე ეკლესია
სოფელი ბანძა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ჭყონდიდის ეპარქიას.

No comments:

Post a Comment